შსს ყოფილი თანამშრომლების დაკავება

სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მთავარმა პროკურატურამ შსს-ს 5 ყოფილ თანამშრომელს  ბრალი წაუყენა.

საუბარია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყევტილების აღსრულებაზე, რომლის მიხედვითაც სტრასბურგი საქმეებზე „მიქიაშვილი საქართველოს წინაარმდეგ“ და  „დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“  გამოტანილი გადაწყვეტილებით საქართველოში ეფექტური გამოძიების ჩატარებას ითხოვდა.  ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის  მუხლი და სამართალდამცავებმა მათი დაკავებისას გადამეტებული ძალა გამოიყენეს. მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ხელახალი გამოძიება დაიწყო და 5 ყოფილი სამართალდამცავი სწორედ ამ ბრალდებით დააკავა.

პროკურატურა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე  სისხლის სამართლის 27 საქმეს იძიებს, საუბარია 2012 წლამდე ჩადენილ დანაშაულებზე.