მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეშივე დაკავებულად ცნობას ითხოვს

12:07, 03.02.2018

სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლეშივე დაკავებულად ცნობას ითხოვს. პარალელურად, უფლებადამცველები ამზადებენ სარჩელს და რამდენიმე დღეში წარადგენენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ეხება.

ასევე, ადვოკატები, მომავალ კვირას, დამოუკიდებელ ექსპერტთან ერთად გეგმავენ სოფელ დუისში ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარებას.

მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სპეცრაზმელების მიმართ  უფლებამოსილების გადამეტების მუხლით მიმდინარეობს.

 

მსგავსი