ლიუ იანზონგი: საქართველოს აქვს შესაძლებლობა ევროპის და აზიის მთავარ დამაკავშირებელ რგოლად იქცეს
საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა ევროპის და აზიის მთავარ დამაკავშირებელ რგოლად იქცეს. ეს შეფასება აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ლიუ იანზონგმა პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხდა.
ლიუ იანზონგი არის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი, რომელიც თბილისში დაგეგმილ ერთი გზისა და ერთი სარტყელის ფორუმის მონაწილეებს მიმართავს.
საერთაშორისო ფორუმი თბილისში ხვალ გაიხსნება. მანამდე კი პირველ არხთან საუბარში, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესგაერთიანების თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა აბრეშუმის გზის ინიციატივაში საქართველოს მნიშვნელობაზე. მისივე თქმით, თბილისში დაგეგმილი ფორუმის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე იქნება საუბარი. მისი განცხადებით, აქტიურად განიხილება ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ჩინეთში ექსპორტის გაზრდაზეც.