ბაგრატიონის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ კიდევ ერთხელ აქტიურდება ლიფტების უსაფრთხოების საკითხი.
საცხოვრებელ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად დაშავებული მამაკაცი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ადგილობრივები ყვებიან, რომ მრავალი წლის წინ დამონტაჟებულ ლიფტს ტექნიკური პრობლემები ხშირად ჰქონდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ლიფტებში არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მსხვერპლით დასრულდა.
ვაკო ორმოცაძე არკვევდა, ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება შექმნილ ვითარებაში და როგორია ქვეყნის მასშტაბით ლიფტების კონტროლის მექანიზმი.