პრობლემა, რომელიც თბილისში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ უფრო ცხადად წარმოაჩინა.
გაუმართავმა ლიფტმა ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა ვაზისუბანში, ძველ კორპუსში მოხდა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ გაუმართავი და სიცოხლისთვის საშიში ლიფტების დიდი ნაწილი სწორედ ძველ კორპუსებზე მოდის. ვის ევალება მათ გამართულად მუშაობაზე და მწყობრიდან გამოსული მექანიზმის დროულად შეკეთებაზე კონტროლი: ირკვევა, რომ ზედამხედველობის და კონტროლის მექანიზმი ბუნდოვანია და ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებელი უწყების მოძიებაც კი რთულია. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ დედაქალაქის ძველ კორპუსებში მოქმედი ლიფტების ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია.