ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის ომს ეხმაურება

თბილისში ჩამოსვლამდე, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი 2008 წლის ომს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„რუსეთი აგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევას, ოკუპირებული აქვს ტერიტორიის 20%. ხვალ ჩავდივარ თბილისში, რათა ქართველ ხალხს სოლიდარობა გამოვუცხადო“, – ამბობს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვიდეომიმართვაში ლინკევიჩუსი აცხადებს, რომ რუსეთის თავდასხმის შედეგად დაწყებული ომის ჭრილობების მოშუშება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან რთულია. თუმცა, მისივე თქმით, საქართველო ამას აუცილებლად შეძლებს, რადგან მას დემოკრატიული სამყარო უჭერს მხარს.

ხვალიდან ორი დღის განმავლობაში თბილისი პოლონეთის, ლიეტუვის და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრებს და ასევე უკრაინის ვიცე პრემიერს უმასპინძლებს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები მონაწილეობას მიიღებენ საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრაში – „მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის – 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წლის შემდეგ“.