საქართველოს მორიგი გამარჯვება სტრასბურგის სასამართლოში

საქართველოს მორიგი გამარჯვება 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგში. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რუსეთის კოორდინაციით ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარდგენილ 370 ინდივიდუალურ საჩივარზე განჩინება გამოაქვეყნა და ისინი დაუშვებლად ცნო. განცხადება იუსტიციის მინისტრმა გააკეთა.