იუსტიციის მინისტრის შეხვედრა ჰააგის პროკურორის მოადგილესთან

აგვისტოს ომის დანაშაულების გამოძიების შესახებ ესაუბრა იუსტიციის მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მოადგილეს. რატი ბრეგაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართული მხარე მზად არის, 2008 წლის ომის გამოძიების ფარგლებში, მჭიდროდ ითანამშრომლოს. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 30 ივნისს, ჰააგის სასამართლომ, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეპიზოდზე, ოკუპირებული ცხინვალის სამ მაღალჩინოსანზე დაკავების ორდერი გამოსცა. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო, სამართლებრივი რეაგირების გარეშე არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ ფაქტებს და ყველა დამნაშავეს შესაბამის სასჯელს დააკისრებს.