ლინას ლინკევიჩუსის განცხადება

2008 წელს ნატო-მ ტესტი ვერ ჩააბარა, – ამის შესახებ ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა ვაშინგტონში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დროს, ალიანსი არასაკმარისად მკაცრი იყო. როგორც დიპლომატი აცხადებს, ნატო-მ უფრო მეტი სოლიდარობა უნდა გამოავლინოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც საერთო ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვიან. ლინკევიჩუსის თქმით, მას სჯერა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. მინისტერიალის ფარგლებში ლინკევიჩუსმა მოლაპარაკებები დავით ზალკალიანთანაც გამართა.