ნიქოზი ანიმაციის ფესტივალს მასპინძლობს

ოკუპირებული ცხინვალის მოსაზღვრე სოფელი ნიქოზი ანიმაციის ფესტივალს მასპინძლობს. წლევანდელი თემა – 2008 წლის ომია. მომხდარიდან 10 წლისთავზე, ღონისძიება ნიქოზში მცხოვრებლების შესახებ გადაღებული დოკუმენტური კადრებით გაიხსნა. ფესტივალში სხვადასხვა ქვეყნის რეჟისორ-ანიმატორები მონაწილეობენ. უცხოელი რეჟისორების ფილმებთან ერთად, ორი ქართველი რეჟისორის, ნოდარ ბეგიაშვილის და მამუკა ტყეშელაშვილის ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

ღონისძიებაზე დასასწრებად, საგანგებოდ ჩამოვიდა დრეზდენის საერთაშორისო ფესტივალების დირექტორი. დღესვე, ნიქოზი რამდენიმე ხელოვანის ექსპოზიციასაც უმასპინძლებს. ფესტივალს უკვე რვა-წლიანი ისტორია აქვს. ნიქოზში იმყოფება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში.