2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება

აგვისტოს ომთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან საქართველოს პარლამენტში. მმართველი გუნდის ლიდერებს მოლოდინი აქვთ, რომ ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ ისტორიული გამარჯვება საქართველოს მხარეს იქნება. დეპუტატები ხაზს უსვამენ იმას, რომ ქართული მხარისთვის უმთავრესია, სამართლებრივად საერთაშორისო დონეზე იმის დაფიქსირება, რომ საქართველომ გაიმარჯვა და რუსეთის მხრიდან კონვენციის მუხლები დაირღვა.