მაზარ-ი-შარიფში სტუმრობით დაასრულა თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი.
ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ მიმართულების სარდალს შეხვდნენ.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქართველ და გერმანელ სამხედროებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქართველი სამხედროების მიერ აშენებულ წმინდა გობრონის სახელობის სალოცავს ესტუმრა და მას წმინდა გიორგის ხატი შესწირა.
გამორჩეული ჯარისკაცები მინისტრმა უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.