პარტია „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ხელისუფლებას დეოკუპაციის მიმართულებით სასწრაფოდ ჩამოაყალიბოს გრძელვადიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავს სამომავლო ხედვას ოკუპირებულ რეგიონებთან და საოკუპაციო ხაზებთან დაკავშირებით. ს
საკითხზე პარტიის ოფისში ლანა გალდავამ ისაუბრა. „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჩამოთვალა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სახელები და გვარები და მათთვის შეფარდებული უკანონო პატიმრობის ხანგრძლივობა.
პარტია „ლელოს“ მოწოდებას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა.