ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნის მცდელობა

პარტია „ლელო“ ახალი ინიციატივით გამოდის. ოპოზიციურ გუნდში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ალტერნატივას წარმოადგენენ და ოპოზიციის გაერთიანება მხოლოდ მათ შეუძლიათ.

ოპოზიციური სპექტრის ნაწილმა კი „ლელოს“ განაცხადს გადაჭარბებული და უშანსო უწოდა.

შეგახსენებთ, პარტია „ლელომ“ ყრილობა რამდენიმე დღის წინ გამართა. პოლიტიკურ ძალას 20-კაციანი განახლებული პოლიტსაბჭო ჰყავს, სადაც ადგილებს ძირითადად პარტიისა და ქართული პოლიტიკის ძველი სახეები იკავებენ.

„ლელოს“ პოლიტიკურ ინიციატივებსა და განაცხადს მმართველ პარტიაში არასერიოზულად მიიჩნევენ.