ცხრა ნაბიჯის შესრულების გეგმა

სამოქმედო გეგმა ცნობილია, ხელისუფლების და მთელი ოპოზიციის ერთობლივად მუშაობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მმართველი გუნდი ოპონენტებს ევროკომისიის ცხრა პუნქტიანი საშინაო დავალების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფებში ჩართვას სთავაზობს, თუმცა ალტერნატიული ინიციატივების იგნორირების არგუმენტით ადრესატთა ნაწილი პროცესში მონაწილეობას არ აპირებს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა ფიქრის პროცესშია. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ მიღებული ცხრა ახალი რეკომენდაციიდან, ერთ-ერთი სწორედ ინკლუზიურ პროცესს და ამ გზით პოლარიზაციის შემცირებას გულისხმობს.

მანანა დევაძე არკვევდა, ვის როგორ ესახება დეპოლარიზაცია და ცხრაპუნქტიანი გეგმის შესრულება, რომელმაც ქვეყანას შემდგომი ეტაპისკენ, ანუ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყებისკენ უნდა გაუხსნას გზა.