ოპოზიციის სამოქმედო გეგმა

როგორია ოპოზიციის სამოქმედო გეგმა – ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ბოიკოტის რეჟიმშია, ნაწილი კი მუშაობას განაგრძობს. როგორც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი დეპუტატები აცხადებენ, სხდომათა დარბაზში მხოლოდ მაშინ შევლენ, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე ვეტოს დაძლევის პროცედურა იქნება.

პარალელურად, ოპოზიციური სპექტრი საპროტესტო მუხტის მნიშვნელობაზე აკეთებს აქცენტს. რაც შეეხება, უმრავლესობას, მმართველი გუნდი ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციულ ქმედებებზე და შესაძლო პროვოკაციებზე მიუთითებს.