„ლეიბორისტული პარტიის“ ყრილობა

რიგით მე-7 ყრილობა გამართა „ლეიბორისტულმა პარტიამ“.

დელეგატებმა პარტიის თავმჯდომარედ კვლავ შალვა ნათელაშვილი აირჩიეს და ის ოფიციალურად დაასახელეს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად.

შალვა ნათელაშვილმა ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და სხვა ოპოზიციურ პარტიებს მათი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ახალი ყრილობის ჩატარების აუცილებლობა იურიდიულმა ხარვეზმა განაპირობა, რომლის გამოც პარტიის წინა ყრილობის შედეგები რეესტრმა არ მიიღო.