პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი ბუნებრივ აირზე ტარიფის მომატებას აპროტესტებს.
ლეიბორისტული პარტიის ლიდერის განცხადებით, ბუნერბრივი აირის შემდეგ ფასები პურზე, სხვა საკვებ პროდუქტსა და ტრანსპორტზეც გაიზრდება. შალვა ნათელაშვილი ამომრჩეველს პირდება, რომ პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში ენერგომატარებლებზე ფასები შემცირდება და მინიმალურ ნიშნულზე ჩამოვა.
დღესვე შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტიის სარჩელსაც შეეხო, რომელიც ბუნებრივი აირის საფასურთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოშია შეტანილი, თუმცა კოლეგიას საკითხზე ამ დრომდე არ უმსჯელია.