„კულტურა საზღვრებს გარეშე” – პროექტის მესამე ეტაპის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლის ეზოში ღია სამკითხველოები დაარსდა.
ესაა სივრცე, სადაც ახალგაზრდებს შეეძლებათ იკითხონ წიგნი, განახორციელონ საგანმანათლებლო აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს წიგნის პოპულარიზაციასა და განათლების დონის ამაღლებას. სტუმრებმა სპეციალური ლექციებიც ჩაატარეს, მათ შორის გიორგი კეკელიძემ, ზაალ ჩხეიძემ და ესმა მანიამ. ნაჩვენები იყო თორნიკე გოგრიჭიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ანაკლიაში გაიმართა კონცერტი, რომელსაც დაესწრნენ ადგილობრივები და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები. ორსანტიას საჯარო სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გადასცეს სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.