კორპუსის ნგრევის საფრთხე ვარკეთილში

ვარკეთილში ავარიული კორპუსის მობინადრეებს სახლიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ. მათ მცირე დრო მისცეს იმისთვის, რომ ბინებში შესულიყვნენ.

კორპუსზე ბზარები მობინადრეებმა გუშინ შენიშნეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაუკავშირდნენ.

რა მდგომარეობაა ადგილზე, როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის პირველადი დასკვნა და როდის შეძლებენ მობინადრეები სახლებში დაბრუნებას, – თემის დეტალები „მოამბეში“.