მოსახლეობის ევაკუაცია ავარიული კორპუსიდან

ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის მე-8 კვარტალში მდებარე მე-12 კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. კორპუსი მთლიანად დაცლილია, ტერიტორია კი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ევაკუაციის მიზეზი, შენობის მეოთხე-მეხუთე ხარისხის ავარიული დაზიანებაა.

ვაკო ორმოცაძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში ვარკეთილიდან.