რა ვალდებულება აქვს სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაციას დაზარალებულთა მიმართ, რა დახმარებას გაუწევს თბილისის მერია მოვაჭრეებს და რა შემთხვევაში შეძლებს ბიზნესი ზარალის სრულად ანაზღაურებას

ვარკეთილის შერეულ ბაზრობაზე მასშტაბური ხანძრით მიყენებულ ზარალს ჯერ ისევ ითვლიან.

პირველადი ინფორმაციით, პროდუქცია მთლიანად ან ნაწილობრივ 500-მდე ობიექტს გაუნადგურდა. სავალდებულო სადაზღვევო პაკეტი კი ობიექტების მფლობელებს მხოლოდ 15 000-ლარამდე ზარალს უნაზღაურებს, რაც მოვაჭრეთა თქმით, არასაკმარისია. სავაჭრო ობიექტების დაზღვევის ვალდებულება 2018 წლიდან ამოქმედებულმა კანონმა გააჩინა და ზარალის ანაზღაურების ლიმიტად ყველა შემთხვევაზე 15 000 ლარი დააწესა. სწორედ ლიმიტთან დაკავშირებული ჩანაწერია მოვაჭრეების უკმაყოფილების მიზეზი.

სადაზღვევო კომპანიები გამოსავალს ინდივიდუალური პაკეტების შეძენაში ხედავენ.