თბილისის მთავრობის სხდომა

კუს ტბასა და ვაკის პარკს შორის ტურისტული ბილიკები მოეწყობა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პროექტი „ფონდი ქართუს“ ხელშეწყობით განხორციელდება. ფონდმა მუნიციპალიტეტს გამზადებული პროექტი საკუთრებაში უკვე გადასცა. პროექტის ფარგლებში, ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა იგეგმება. პროექტის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია.

კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე დღეს ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამაზეც ისაუბრა. ამ კუთხით სიახლეებია. ავარიული კორპუსის ნაცვლად, ახალი შენობის აშენება ყოველთვის იმავე ადგილზე არ მოხდება და სამშენებლო კომპანიას შესაძლებლობა ექნება, ახალი შენობა სხვა ადგილზე ააშენოს.