ვარკეთილის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შედეგები

ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეები დღეს მერიაში შეხვედრას გამართავენ. ხანძრის შედეგად დაზარალებულებს სამგორის გამგებელმა ათკაციანი საინიციატივო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც დიალოგში და ყველა პრობლემური საკითხის გადაჭრაში იქნება ჩართული. მოვაჭრეები ტერიტორიაზე შესვლას და დარჩენილი საქონლის გამოტანას ითხოვენ. ასევე, აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, რომ შეხვედრას არა ათი, არამედ ყველა მოვაჭრე დაესწროს.

კონკრეტულ საკითხებზე ბაზრობის ადმინისტრაციასთან და მერიასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და მოვაჭრეები გადასახადებისგან გათავისუფლდებიან და ტერიტორიის სრულად აღდგენამდე, ალტერნატიული ფართით იქნებიან უზრუნველყოფილი. გამგებლის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანია ყველა დაზარალებულს დაეხმარება.

 

დატოვე კომენტარი