ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, მთავრობა დამატებითი შეზღუდვების ამოქმედებაზე მუშაობს. კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეზღუდვებზე მთავრობა შესაბამისი დარგების წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით მსჯელობს.