კონსტიტუციის სახელობის დარბაზი

განათლების მინისტრმა ევროპის უნივერსიტეტში, რექტორთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი საზეიმოდ გახსნა. ევროპის უნივერსიტეტმა 2021 წელი კონსტიტუციის წლად გამოაცხადა. კონსტიტუციის სახელობის დარბაზის პრეზენტაცია პროექტის „საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“ ნაწილია, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტი სხვადასხვა ღონისძიების სახით ახორციელებს.

მიხეილ ჩხენკელმა ევროპის უნივერსიტეტის არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა, ასევე მოინახულა მედიცინის კორპუსი, სადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და სიმულაციური ცენტრია განთავსებული.