ფესტივალი გრუშევსკის სახელობის სკოლაში

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფესტივალი გახსნა, რომელიც გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში ქართველი და უკრაინელი მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა. მიხეილ ჩხენკელი ოლიმპიურ ჩემპიონთან, ლერი ხაბელოვთან ერთად ფესტივალის მონაწილეებს შეხვდა და მათ სპორტულ აქტივობებში წარმატებული ასპარეზობა უსურვა. თბილისის 41-ე საჯარო სკოლაში გამართული ფესტივალი განათლების სამინისტროს ინიციატივით, თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა 200-მდე ქართველმა და უკრაინელმა მოსწავლემ მიიღო. უკრაინელი მოსწავლეები საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლაში 700-მდე უკრაინელი მოსწავლე იღებს განათლებას. აქედან 300 მოსწავლე უკრაინულენოვან სექტორზე აგრძელებს სწავლას.