საკადრო ცვლილება მთავრობაში

ცვლილება მინისტრთა კაბინეტში.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრი აღარ არის. მმართველი პარტიის დეპუტატი გიორგი ამილახვარი პარლამენტიდან მთავრობაში მიდის. პროფესიით სამართალმცოდნე ამილახვარი „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტში შესვლამდე სწორედ განათლების სფეროში საქმიანობდა. ჩხენკელი კი, რომელმაც მინისტრის თანამდებობაზე სხვადასხვა პერიოდში ორჯერ იმუშავა, საქმიანობას ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში განაგრძობს. პრემიერი სამთავრობო ცვლილების მიზეზად პოსტიდან ჩხენკელის საკუთარი სურვილით წასვლას ასახელებს, თუმცა ამ ვერსიას გამორიცხავს ოპოზიცია. ოპონენტები განათლების მინისტრის შეცვლას „ხალხის ძალის“ კანონპროექტების გარშემო სტუდენტების პროტესტს უკავშირებენ და დარწმუნებულები არიან, რომ პარლამენტის განათლების კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ახალ პოზიციაზე კონკრეტული დავალებებით მიდის. სწორედ ამ არგუმენტით ოპოზიციისთვის ჩხენკელის წასვლა მოულოდნელი არ ყოფილა.