სოლიდარობა უკრაინელ სტუდენტებს

თბილისში მდებარე „ევროპის უნივერსიტეტი“ მზაობას გამოხატავს, უსასყიდლოდ მიიღოს სასწავლებლად უკრაინელი სტუდენტები. უმაღლესი სასწავლებელი უზრუნველყოფს, რომ უკრაინის მოქალაქე ახალგაზრდებმა შეუფერხებლად გააგრძელონ სწავლა რელევანტურ ფაკულტეტზე და უფასოდ დაბინავდნენ უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში.

ამ ეტაპზე „ევროპის უნივერსიტეტს“ ერთი უკრაინელი სტუდენტი უკვე შეუერთდა. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად კიდევ ოთხ სტუდენტს ელოდებიან.