დაუნის სინდრომის კვირეული

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, 198 სკოლაში ღონისძიება გაიმართა. ადგილზე განათლების მინისტრიც იმყოფებოდა. მიხეილ ჩხენკელი სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო, შეხვდა აღსაზრდელებსა და მასწავლებლებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სახელოვნებო წრეებში, სპორტულ და არტ-თერაპიის კლუბებში. მინისტრმა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებიც დაათვალიერა.