საკადრო ცვლილებები მთავრობაში

განათლების ახალი მინისტრი გიორგი ამილახვარი იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, ის პოსტზე მიხეილ ჩხენკელს შეცვლის. მას პრემიერი დღეს ოფიციალურად წარადგენს. მთავრობის სხდომა ორ საათში დაიწყება. გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.