კონგრესმენი ბრენდან ბოილი საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას ეხმაურება
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება კონგრესმენი ბრენდან ბოილი.
ამერიკელი კანონმდებლის თქმით, ის მოხარულია, რომ აქტი აღიარებს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის მისწრაფებებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთხმად დაამტკიცა.