სენატმა აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი დაამტკიცა

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ სენატმაც დაამტკიცა კანონ-პროექტი, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის სენატის მიერ მომზადებულ ვარიანტში სენატორ რიშის მიერ ინიცირებული შესწორებები ვერ მოხვდა, რომელიც 8 მარტის შეთანხმებას და გიორგი რურუას საქმეს ეხებოდა. არცერთი საკითხი სენატის მიერ 86 ხმით დამტკიცებულ პროექტში ნახსენები არ არის. დოკუმენტში ხაზგასმულია უპირობო მხარდაჭერა საქართველოსთან თავდაცვითი ურთიერთობების გაღრმავების და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კონტექსტში.

თბილისში ვაშინგტონიდან მიღებული გზავნილები სხვადასხვანაირად აღიქმება. ოპოზიცია მმართველ გუნდს კონგრესში მომზადებულ კიდევ ერთ კანონ-პროექტს ახსენებს, სადაც საქართველოსთვის სამხედრო დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერების პირობებზეა საუბარი.