რეზოლუციის კენჭისყრა წარმომადგენელთა პალატაში

აშშ-ის ისტორიაში პირველად, დონალდ ტრამპი გახდა ერთადერთი ამერიკელი პრეზიდენტი, რომლის მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურა ორჯერ დაიწყეს. თუმცა, გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებული სკანდალის გამო, გამამტყუნებელ განაჩენს გადაურჩა, ამჯერად ვითარების პროგნოზირება რთულია, რადგან  პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებას მხარს „რესპუბლიკელთა“ ნაწილიც უჭერს. მიუხედავად იმისა, რომ  ინაუგურაციამდე სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებით, მას მომავალში შეეზღუდება უფლება პრეზიდენტობაზე კენჭი იყაროს, რასაც ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გეგმავს.