მიუხედავდ იმისა, რომ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი კვირაა დარჩენილი, დღეს წარმომადგენელთა პალატაში მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის რეზოლუციას უნდა უყარონ კენჭი. შესაბამისი დოკუმენტი „დემოკრატებმა“ წარადგინეს. თუმცა, სულ მცირე ხუთი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი აცხადებს, რომ კენჭისყრაზე იმპიჩმენტის მხარდაჭერას გეგმავს. მათ შორის არის ადამ კინზინჰერი, ასევე ლიზ ჩეინი, ჯონ კატკო და ფრედ აფტონი. ოპონენტები მოქმედ პრეზიდენტს ამბოხის წაქეზებაში ადანაშაულებენ. დონალდ ტრამპისთვის უფლებამოსილების დაუყონებლივი შეწყვეტის მოთხოვნა „დემოკრატებმა“ 6 იანვარს დემონსტრანტების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ დააყენეს.