კონგრესის კანონპროექტში ცვლილებათა პაკეტის ინიცირება

დამძიმებული თუ შერბილებული ჩანაწერი საქართველოზე – პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ უფრო აქტიურდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებების კომიტეტის ქვეკომიტეტში მომზადებული კანონ-პროექტი, რომლის ერთი ნაწილი ჩვენი ქვეყნისთვის დაფინანსების 15%-ის შესაძლო შეჩერების პირობებს ეხება.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ პროექტს ოლიგარქების არაფორმალური მმართველობის შეზღუდვის და ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებების დაცვის პირობა დაემატა. თუმცა, ქვეყნის პირველი დიპლომატი ოპონენტებს მიუთითებს, რომ მათ მიერ აქცენტირებული პირობები კანონ-პროექტს არ დამატებია და ის პროქტის მომზადებამდე ჩატარებული სამუშაოების ანგარიშშია მითითებული.

„მოამბე“ დღეს საჯაროდ ხელმისაწვდომ ორივე დოკუმენტს გაეცნო. პროცედურის მიხედვით, ჯერ კიდევ  კანონის პროექტმა საბოლოოდ დამტკიცებამდე ათამდე საფეხური უნდა გაიაროს, მიიღოს კონგრესისა და სენატის მხარდაჭერა და დონალდ ტრამპის ხელმოწერა. სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა ვინ უფრო სწორად წაიკითხა კონგრესმენთა ასიგნებათა კომიტეტის ანგარიში და ცნობილი გახდება პასუხი კითხვაზე – მწვავე შესწორებები თუ რეკომენდაციები.