კონფერენცია საპენსიო რეფორმაზე

საპენსიო რეფორმა საქართველოში და მისი გრძელვადიანი პერსპექტივა საერთაშორისო გამოცდილების კონტექსტში.
იქნება თუ არა დაგეგმილი საპენსიო რეფორმა წარმატებული და უზრუნველყოფს თუ არა იგი მოსახლეობის რეალურ სოციალურ დაცვას, – ეს საკითხი კვლავ აქტუალურია. თემაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე იმსჯელეს.

ევროპელი ექსპერტები, პროფკავშირების წარმომადგენლები, საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებთან ერთად საპენსიო რეფორმის არსებული პროექტები განიხილეს.

ღონისძიების ძირითადი მიზანია, შესთავაზოს საზოგადოებას ის მოდელი, რომელიც მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოქალაქეთა ინტერესებს.