კონფერენცია „ქალები პოლიციაში“

თბილისში კონფერენციის გახსნითი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც შეერთებული შტატების ელჩიც დაესწრო. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მიმართა. კონფერენცია მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა შევიწროება, დისკრიმინაცია, ლიდერობა, პირადი პასუხისმგებლობა, სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია, გენდერთან დაკავშირებული სტერეოტიპები და სხვ.

„ქალები პოლიციაში“ საქართველოში ტრადიციული კონფერენცია გახდა, რომელიც მეთერთმეტედ გაიმართა.