კონფერენცია ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით

ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით, შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს. განიხილება ის გამოწვევები და შესაძლებლობები, რაც დაკავშირებულია შუა დერეფნის სატრანსპორტო მარშრუტთან. საუბარი შეეხება კონკრეტულ პროექტებსა და რეფორმებს, რაც გაამარტივებს ევროკავშირთან ვაჭრობას და განამტკიცებს ურთიერთკავშირებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სამთავრობო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესასოციაციების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორც საქართველოდან, ისე ევროკავშირის ქვეყნებიდან.