მინისტერიალი ენერგეტიკულ საკითხებზე პოლონეთში 

12:25, 21.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის მდივნისა და პოლონეთის ენერგეტიკის მინისტრის მიწვევით, „პარტნიორობა ტრანსატლანტიკური ენერგეტიკული თანამშრომლობისთვის“ რიგით მეშვიდე მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილი, სხვა ქვეყნების მთავრობის ლიდერებთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკულ პრიორიტეტებზე, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგორესურსების დივერსიფიკაციის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველო ასრულებს წამყვან როლს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში, როგორც საიმედო სატრანზიტო დერეფანი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის რეგიონებს ევროპულ და საერთაშორისო ბაზრებთან აკავშირებს. წლევანდელ მინისტერიალში 25 ქვეყნის, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი