კონფერენცია პენიტენციურ დაწესებულებაში

„დანაშაულის ჩადენიდან საზოგადოებაში დაბრუნებამდე“ – ამ თემაზე იმსჯელეს კონფერენციაზე, რომლის დახურვის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი დაესწრო. ორდღიანი კონფერენციის თემა ის საფეხურები იყო, რომელსაც პირი გაივლის კანონთან კონფლიქტის მომენტიდან, პენიტენციური სისტემის დატოვებამდე.

დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები და ექსპერტები თითოეულ ამ ეპიზოდს განიხილავდნენ და კონკრეტულ კაზუსებზე მსჯელობდნენ. ერთი დღე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საკითხს დაეთმო. დისკუსიის მონაწილეებმა პენიტენციურ სისტემაში უსაფრთხოების, პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მექანიზმები განიხილეს. მსჯელობა გაიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზეც.