სამი მარტი დედის დღეა – თარიღი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში.
დედის დღე მსჯავრდებულ დედებს იუსტიციის მინისტრმა, პარლამენტის წევრებმა და პირველმა ლედიმ მიულოცეს. მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გაიმართა კონცერტიც. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პატიმრების ყოველდღიურობას გაცნობოდნენ და ინფორმაცია მიეღოთ იმ პროგრამების შესახებ, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის მიმდინარეობს.
დედის დღე პენიტენციურ დაწესებულებაში – ნახეთ მარიამ აფციაურის სიუჟეტში.