იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში

იუსტიციის მინისტრის ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში, 2026 წლის 23-25 ივნისს თბილისში დაგეგმილი საჯარო სერვისების ფორუმთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში სპეციალური საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. პაატა სალიამ გაერო-ში აკრედიტებული ელჩები და CEPA-ს წევრები ფორუმზე მიიწვია და მათ ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მასპინძლობა არის აღიარება იმ რეფორმებისა, რომლებიც საქართველომ განახორციელა – ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და ინოვაციური საჯარო სერვისების განვითარების კუთხით.

თბილისის საერთაშორისო ფორუმის მთავარი თემა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“ იქნება. ფორუმს 500-მდე დელეგატი დაესწრება, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის სახელმწიფო მოხელეები, თემატური ექსპერტები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.