ნოტარიუსთა პალატის 30 წლის იუბილე 

15:20, 16.05.2026

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნოტარიუსებს 30 წლის იუბილე მიულოცა. ღონისძიებაზე ქართული ნოტარიატის ინსტიტუციური ფორმირების იმ ეტაპებზე ისაუბრეს, რომლითაც ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი, უფლებამოსილებები და პროფესიული პასუხისმგებლობა განისაზღვრა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამომავლო გეგმებსა და ხედვებს, ასევე ნოტარიუსის როლს ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ღონისძიების ბოლოს სპეციალური სიგელებით დააჯილდოვეს ღვაწლმოსილი და ნოტარიუსთა პალატის ხანგრძლივი სტაჟის მქონე თანამშრომლები.

 

 

მსგავსი