იშვიათი გენეტიკური დაავადების – ცისტური ფიბროზისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“. მე-13 სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ცისტური ფიბროზის ღონისძიებაში მონაწილეობა ევროპის ქვეყნებიდან 250-მდე წარმომადგენელმა მიიღო. კონფერენციის მიზანია, გააერთიანოს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახები, მკვლევრებთან, სხვადასხვა დარგის ექიმებთან. ასევე, ცნობიერება აამაღლოს რეგიონში ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების საჭიროებების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მოხდა ევროპული გამოცდილების გაზიარება, რაც საფუძველს ჩაუყრის საქართველოში თანამედროვე მკურნალობისა და კვლევის მეთოდების დანერგვას.