აფხაზეთის მეომართა კავშირის კონფერენცია

აფხაზეთის მეომართა კავშირმა კონფერენცია გამართა. კავშირის წევრებმა ახალი წესდება განიხილეს და კავშირის თავმჯდომარედ ანზორ მარგიანი აირჩიეს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო დაჯილდოებაც. ცნობისთვის, აფხაზეთის მეომართა კავშირი აერთიანებს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ ქართველ მებრძოლებს, რომლებიც 1992-93 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.