„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ. მიზანი ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი აქტიური ჩართულობაა. რიგით მეოთხე შეხვედრა ბორჯომში დისკუსიის ფორმატში გაიმართა. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ახალგაზრდებს საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს. შეხვედრას დაესწრნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატებიც. ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს ქვეყნის ათივე რეგიონში გამართავს, დასკვნით ღონისძიებას კი – თბილისი უმასპინძლებს.