ქალთა ეროვნული ორგანიზაციის კონფერენცია
ქალთა ეროვნული ორგანიზაციის მესამე კონფერენცია გაიმართა დღეს თბილისში. აირჩიეს განახლებული შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარედ კვლავ ნინო წილოსანი დასახელდა. ღონისძიებაზე სამომავლო საქმიანობასა და გეგმებზე იმსჯელეს. ქალთა ეროვნული ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ მიერ 2022 წელს დაარსდა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ მართავს კონფერენციას. ორგანიზაციის მიზანი ქალთა გაძლიერება და პოლიტიკაში მეტი ჩართულობაა.