იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, №5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში ქალ მსჯავრდებულებს დედის დღე მიულოცა. დედის დღესთან დაკავშირებით, მსჯავრდებული ქალების მონაწილეობით გამართულ კონცერტს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პირველი ლედი, პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. სტუმრებმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილი განახლებული სამკერვალო სივრცე დაათვალიერეს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიხსნება, ასევე, სილამაზის სალონი, ფიტნეს-დარბაზი და ბიბლიოთეკა, რომლებიც მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს. ღონისძიების დასასრულს, მსჯავრდებულებმა სტუმრებს, მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები საჩუქრად გადასცეს.