კონდიცირების პრობლემა საზოგადოებრივ ტრანსპორტში

საზოგადოებრივი ტრანსპორტით ზაფხულში კომფორტული მგზავრობა წელსაც პრობლემად იქცა. სამარშრუტო ტაქსების მგზავრთა დიდი ნაწილი ამბობს, რომ მძღოლები კონდიცირების სისტემის ჩართვაზე უარს ამბობენ. მიზეზებს შორის გაგრილების სისტემის გაუმართაობა და საწვავის დაზოგვა სახელდება.

თბილისის მერია პრობლემის მოგვარებას კომპანიასთან მოლაპარაკების გზით ცდილობს.

როგორც ირკვევა, ანალოგიური ვითარებაა თბილისში მოძრავ ძველ ავტობუსებშიც, რომლებიც წლის განმავლობაში ეტაპობრივად უნდა ჩანაცვლდეს.